ვარდანიანცი ლევონ არსენის ძე

ვარდანიანცი ლევონ არსენის ძე (28. IX. 1893, ეკატერინოდარი, ახლანდ. კრასნოდარი, რფ, – 18. V. 1971, ლენინგრადი, ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი), სომეხი გეოლოგი. სომხეთის მეცნ. აკად. წ.-კორ. (1945). გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1939), პროფესორი (1940). დაამთავრა დონეცკის პოლიტექ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი (1918). 1926-იდან მუშაობდა სსრკ გეოლ. კომიტეტში. ვ-ის კვლევები ეძღვნება კავკ., შუა აზიის, აღმ. ევროპის გეოლ. აგებულებას და გეოლ. მეცნიერებათა (კრისტალთა ოპტიკის, მინერალოგიის, პეტროლოგიის) თეორ. საკითხებს. შეისწავლა ცენტრ. კავკასიონის გვიანდ. იურული და კაინოზოურ-მეოთხეული ნალექების სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, სეისმოტექტონიკისა და გეოლ. განვითარების ისტ. საკითხები, მეოთხეული გამყინვარების სტადიები კავკასიაში, დევდარაკის მყინვარი, ჩრდ. კახეთის მაგმური წარმონაქმნები, მამისონის სპილენძის გამოვლინება და სხვ. შეადგინა კავკასიის მილიონიანი მასშტაბის გეომორფოლოგიური, სტრატიგრაფიული, ტექტონ., სეისმოტექტონიკური, პეტროგრაფიული რუკები (1935 –67). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: О некоторых стратиграфических и тектонических соотношениях в Центральном Кавказе между ВГ и ВО дорогами, «Известия Геол. комитета», 1929, т. 48, в. 4; Об орогенических фазах верхней юры на Кавказе, «Доклады АН СССР», 1934, т. 3, №5; Об отложениях титана и валанжина в верховьях рек Ардон и Терек в Центральном Кавказе, «Известия АН СССР», сер. 7, 1934; Интрузивы Северной Кахетии, «Проблемы современной геологии», 1936, т. 8, №4; Постплиоценовая история Кавказско-Черноморско-Каспийской области, Ер., 1948.

ვ. ზესაშვილი