„ვარდგინეთი” ამ ადგილის სახელწოდებად ისტ. წყაროებში არ მოიხსენიება. ძვ. თორში, რ-ის ნაწილს შეადგენდა ხეობა, იყო ვარდის სოფელი, ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფლების სიაში და რუკაზეც იგი თორის ციხისჯვართანაა აღნიშნული. სოფლის სახელი „ვარდგინეთი” ახალია და იგი შეურქმევიათ ძვ. ნასახლარისათვის. სოფლის განაპირას წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევია. იგი კლდის ლოდებით ნაშენი ერთნავიანი ნაგებობაა, რ-საც ემჩნევა ხშირი გადაკეთების კვალი. ირგვლივ ძვ. და ამჟამადაც მოქმედი სასაფლაოა. საფლავებს შორის ხუთამდე მეტ-ნაკლებად დანგრეული, მცირე ზომის ქვის კონუსური ნაგებობაა, მათ გვირგვინ-ერდოიანი გადახურვა ჰქონდათ. ასეთი ძეგლები თორში გვხვდება ძვ. დროიდან ადრინდ. ფეოდ. ხანის ბოლომდე. ეკლესია და სასაფლაო ამ შენობათა დანგრევის შემდგომ დროს – განვითარებული ფეოდალიზმის ხანას – უნდა ეკუთვნოდეს.
წყარო: ვახუშტი , აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, თ. ენუქიძისა და გ. ბედოშვილის გამოც., თბ., 1986.
ლიტ.: С у м б а д з е Л., Архитектура грузинского народного жилища – Дарбази, Тб., 1983.
დ. ბერძენიშვილი