ვარდიგორა

ვარდიგორა, სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის თუზის თემში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდინარეების ძუსისა და ბუჯის (ყვირილის აუზი) წყალგამყოფ სერზე. ზ. დ. 370 მ, თერჯოლიდან 17 კმ, ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 21 კმ. 350 მცხ. (2002). სოფლის მიდამოებშია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში გამომუშავებული სამჭინკას მღვიმე.