ვარდისუბანი, სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), ალაზნის ვაკეზე, ლაგოდეხი–წნორის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ვ., მშვიდობიანი, საქობო, სვიდება). ზ. დ. 240 მ, ლაგოდეხიდან 15 კმ, წნორისწყლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 25 კმ. 1,4 ათ. მცხ. (2002).