ვართანოვი არტემ სოლომონის ძე

ვართანოვი არტემ სოლომონის ძე (15. II. 1855, თბილისი, – XX ს. დასაწყ., ვარშავა), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1913). დაამთავრა თბილ. რეალური სასწავლებელი, საარტ. სასწავლებელი, ოფიცერთა საარტ. სკოლა, მიხეილის საარტ. აკადემია. 1872-იდან მსახურობდა საარტ. ნაწილებში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. 1898–1904 მეთაურობდა კავკასიის არმიის საარტ. პოლკს, 1907–08 – მე-16 საარტ. ბრიგადას. 1907 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1915–16 იყო მე-14 საარტ. კორპუსის ინსპექტორი, შემდეგ – I არმიის არტილერიის ინსპექტორი. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

 მ. გოგიტიძე