ვართანოვი სერგო ალფრედის ძე (12. VI. 1932, თბილისი, – 7. VI. 1990, მოსკოვი), სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (1982). დაამთავრა ლენინგრადის სამხ.-სამედ. აკადემია (1956). 1968–87 იყო მოსკოვის სამხ. ოლქის ჰაერსაწინაღო თავდაცვის სამხ. ჰოსპიტლის მთ. ექიმი, ხოლო 1987–90 – ამავე ოლქის სამხ. სამედ. სამსახურის უფროსი. სპორტის ოსტატი კალათბურთში, თამაშობდა თბილ. „დინამოს” გუნდში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. დოლიძე