გოჭის ხუთშაბათი

გოჭის ხუთშაბათი, შინაური საქონლისა და ფრინველის გამრავლებასთან დაკავშირებული ადრე-საგაზაფხულო დღეობა რაჭაში. იმართებოდა ყველიერის წინა ხუთშაბათს. სადღესასწაულოდ ნასუქ გოჭს დაკლავდნენ, საღამოს `განატეხს" (შესაწირავ პურს) გამოაცხობდნენ და საქონელს დალოცავდნენ.

ლიტ.: ს ო ხ ა ძ ე  ა., ქართველთა უძველესი სარწმუნოებისა და მის გადმონაშთებთან ბრძოლის ისტორიიდან, თბ., 1964; Джапаридзе Г., Народные праздники, обычаи и поверья рачинцев, «Сборник материалов для описания местностეй и племен Кавказа», в. 21, Тфл., 1896; Переваленко В., Гочис-Хучапати, «Кавказ», 1850, № 50.

ა. სოხაძე