გოჭოურის ბრძოლა 1623

გოჭოურის ბრძოლა 1623, ბრძოლა ოდიშის მთავარ ლევან II დადიანსა და იმერეთის მეფე გიორგი III-ს შორის.

ლევან II დადიანის გაძლიერებით უკმაყოფილო გიორგი III ოდიშზე სალაშქროდ მოემზადა. ლევან II დადიანმა, რ-საც აფხაზთა და ჯიქთა ლაშქარიც ახლდა, გიორგი III-ს დაასწრო, იმერეთში შეიჭრა და გოჭოურასთან (ქუთაისის მახლობლად) სასტიკად დაამარცხა მეფე. გ. ბ-ის შემდეგ იწყება ლევან II დადიანის პოლიტ. უპირატესობა დას. საქართველოში.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ქ. ჩხატარაიშვილი