ვარსიმაშვილი ავთანდილ ედუარდის ძე (დ. 10. XI. 1959, თბილისი), თეატრისა და კინოს რეჟისორი. 1981 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (რ. სტურუას კლასი). 1982–92 მუშაობდა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრში. დამდგმელ რეჟისორად. 1992–96 იყო „კავკასიის ტელერადიოკომპანიის” სამხატვრო ხელმძღვანელი. 1997 კოლეგებთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა „თეატრალურ სარდაფს”. 1999-იდან თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელია. 2001 დააარსა „თავისუფალი თეატრი”, 2008 – კინოსტუდია „vars studio”. მნიშვნელოვანი დადგმებია: რუსთაველის თეატრში – კ. გოლდონის „მშვენიერი ქართველი ქალი” (1981), ლ. თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს” (1982), ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი” (1986), მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე” (1988), უ. შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი” (1993); ა. გრიბოედოვის თეატრში – ე. ზოლას „ტერეზა რაკენი” (1999), მ. ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა” (2005), ნ. გოგოლის „ქორწინება” (2011), ლ. ტოლსტოის „ცხენის ისტორია” (2012); არის რეჟისორი მხატვრული ფილმისა „თვინიერი” (1990, საქართველოსა და იტალიის ერთობლივი ნაწარმოები) და სატელევიზიო ფილმისა „სახლი ძველ უბანში” (1993–94; 30 სერია); კინოსტუდია Vარს სტუდიოში გადაიღო ფილმები: „იდიოტოკრატია” (2008), „ყველაფერი კარგად იქნება” (2009), „მიდი ძმაო, მიდი!” (2010), „სამოთხე” (2010), „ისფაჰანი – ბათუმი” (2012). 1981-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნ-ტში, არის უნ-ტის სრული პროფესორი, რეჟისურის მიმართულების ხელმძღვანელი, საქართვ. სახელმწ. პრემიის (1999), კ. მარჯანიშვილის პრემიისა (2002) და არაერთი თეატრ. პრემიის ლაურეატი.