ვარსქენ პიტიახში, არშუშას ძე, ქვემო ქართლის მმართველი V ს. 60–80-იან წლებში. ქართლის ცენტრ. ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, აღმავალი ფეოდ. ძალების ერთ-ერთი მეთაური იყო. ცდილობდა გამოეყენებინა გარეშე ძალაც – დამპყრობელი ირანელები. ამ მიზნით მიიღო ირანში სახელმწ. სარწმუნოებად აღიარებული მაზდეანობა. ამიტომ ვახტანგ I გორგასალმა ირანის წინააღმდეგ აჯანყება იმით დაიწყო, რომ ვ. პ. (482) მოაკვლევინა. ვ. პ. იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.
წყარო და ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; ჯ ა ნ ა შ ი ა ლ.-ნ., ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962.
ლ.-ნ. ჯანაშია