„ვარციხე“

„ვარციხე”, ქართული სამარკო ბრენდი (კონიაკი) აწარმოებენ 1957-იდან. მზადდება 6–7 წლის განმავლობაში მუხის კასრში ან მუხის ტკეჩზე დაძველებული სპირტისაგან, რ-იც მიიღება ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და, კერძოდ, სოფ. ვარციხის მიკრორაიონში მოწეული თეთრი ყურძნისგან მიღებული (ცოლიკოური) ღვინომასალების გამოხდით. ხასიათდება გამჭვირვალე ოქროსფერით, ჰარმონიული სასიამოვნო გემოთი, 40% მოცულობითი სპირტშემცველობით და 0,8% შაქრიანობით. 1958-იდან სხვადასხვა საერთაშ. გამოფენაზე, დეგუსტაციასა და კონკურსზე მიღებული აქვს 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი.

 

 რ. ყურაშვილი