ვარძია

ვარძია, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ასპინძის მუნიციპალიტეტში. ზ. დ. 1100 მ, ასპინძიდან 30 კმ. კლიმატი – შუამთის, რბილი; იცის მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –2,8°C) და თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 19°C), ნალექები 500 მმ წელიწადში. ჰაერი სუფთაა, გამჭვირვალე, წიწვის არომატით. სამკურნალო ფაქტორია თერმული მინერალური წყალი.