ვასაკ სივნიელი

ვასაკ სივნიელი, ვ ა ს ა კ  ს ი უ ნ ი, სივნიეთის (სიუნიქის) მთავარი, V ს. 30-იანი წწ. ბოლოს ირანელთა მარზპანი ქართლში, 40-იანი წწ. დასაწყისიდან – სომხ. მარზპანი. ირანის წინააღმდეგ სომხ. 450–451 აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, შემდეგ გადაუდგა აჯანყებულებს და განხეთქილება შეიტანა მათ რიგებში. მიუხედავად ამისა, აჯანყების დამარცხების შემდეგ ირანელებმა მარზპანობა ჩამოართვეს და ციხეში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა.

 წყარო და ლიტ.: ჯ ა ნ ა შ ი ა  ლ.-ნ., ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1962.

ლ.-ნ. ჯანაშია