ვაშაკიძე არჩილ აკაკის ძე (დ. 30. V. 1943, თბილისი), ინჟინერ-ელექტრიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (2003). დაამთავრა სპი-ის ენერგეტ. ფაკ-ტი (1967), მუშაობდა: საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში ელექტროტექნიკისა და ელექტრიფიკაციის კათედრაზე ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკ-ტის დეკანის, გამოთვლითი ტექ. და ავტომატიზაციის კათედრის გამგის თანამდებობებზე (1970–97). იყო ამავე ინ-ტის პრორექტორი (1997–2003), რექტორი (2003–05). 2012-იდან არჩეულია სტუ-ის ენერგეტ. და ტელეკომუნიკაციის ფაკ-ტის სრულ პროფესორად. ვ. არის მრავალი სასწ., მეთოდური, სამეცნ. ნაშრომებისა და გამოგონების ავტორი, მონაწილეობდა საქართველოში პირველი მობილური სატელეკომუნიკაციო სისტემის „ალტაის” შექმნაში. მისი სამეცნ.-კვლ. საქმიანობა ეძღვნება: ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედებისას ენერგეტ. მოწყობილობების ოპტიმალური პარამეტრების დადგენას; საქართვ. ელექტროენერგიის აღდგენადი და არატრად. წყაროების გამოყენებას; საქართველოში ბიობენზინისა და ბიოდიზელის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შექმნა სამკურნალო მცენარის „იუკა დიდებულის” ამღები და ციტრუსების გამომრჩევი მანიპულატორი.
თხზ.: საქართველოს სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაცია, თბ., 1991.