ვაშაყმაძეები, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში (აჭარის არ), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1200 მ, ხულოდან 16 კმ. 231 მცხ. (2002). სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ვ-ის საგვარეულოდან.