ვაშლოვნის ბრძოლა

ვაშლოვნის ბრძოლა, ქართველთა ბრძოლა მცირეაზიელ თურქთა ტომებთან. გაიმართა სამხრ. საქართველოში XIII ს. 80-იან წლებში თურქთა ტომების ხელმეორედ შემოსევის დროს აზატ მოსეს მეთაურობით (იხ. აზატ მოსეს ლაშქრობანი საქართველოში). ბექა I-მა ჯაყელმა ვაშლოვნის სანახებში თურქთა 10000 კაციან რაზმს 500 კაცი დაახვედრა. ქართველებმა მუსრი გაავლეს მტერს. განრისხებულმა აზატ მოსემ 3000 ჯარისკაცი გამოყო და “წარემართა ვაშლოვანს ძებნად სისხლთა სპათა მისთასა”. ბექამ წინასწარ გაიგო მისი განზრახვა და თურ-ქებს რჩეული ლაშქარი დაადევნა სარგის ბექას ძე ჯაყელის (იხ. სარგის II) მეთაურობით. ვაშლოვანში გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, რ-მაც სასტიკი ხასიათი მიიღო. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი  დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1962.

ქ. ნადირაძე