დაბნია

დაბნია, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხავეთის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ჯავახეთის ზეგნის სამხრ. ნაწილში, მდ. ქოდალის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე, ხოზაფინის ტბის ჩრდ-ით. ზ. დ. 1680 მ, ახალქალაქიდან 30 კმ. 134 მცხ. (2002).

სოფლის სახელწოდება წყაროებში არ არის მოხსენიებული. იქაური სომხ. მოსახლეობა II მსოფლიო ომის წლებშია მოსული.