ვაშნარი

ვაშნარი, უ ჯ ე რ ა ნ ი, VI ს. II ნახ. მონასტერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ზედუბნის მიდამოებში. არქეოლ. გათხრების შედეგად გამოვლინდა საფორტიფიკაციო ნაგებობათა (შესაძლებელია მონასტრის გალავანი), ბაზილიკისა და მარტირიუმის (მოწამის საფლავზე აგებული ქრისტ. საკულტო შენობა) ნაშთები. ბაზილიკას 3-ის მხრიდან გარსშემოსავლელი ჰქონდა. როგორც ჩანს, გადახურული იყო ოთხფერდა სახურავით. მარტირიუმი იზოლირებული ნაგებობაა.

თ. თვალავაძე