ვაჩნაძე ბარძიმ, XVII ს. I ნახ. პოეტი, „შაჰნამეს” ქართ. ვერსიების ერთ-ერთი ციკლის, „უთრუთიან-საამიანის” გამლექსავი. ვ. ზუსტად მისდევს ქართ. პროზაულ ტექსტს, მისი ლექსი საკმაოდ გამართულია, იგრძნობა რუსთაველის დიდი გავლენა.. ვ-ის თხზულება დაიწერა ოდიშში, ლევან დადიანის კარზე. ტექსტს აკლია დასაწყისი და დასასრული.
თხზ.: შაჰ-ნამეს ანუ მეფეთა წიგნის ქართული ვერსიები, იუსტ. აბულაძის გამოც., ტფ., 1916 (ძველი ქართული მწერლობა, ტ. 1); [ტ.] 3, დ. კობიძის გამოც., თბ., 1974.
ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე ა., როსტომიანი, წგ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958.
ა. გვახარია