ვაჩნაძე (გ უ რ გ ე ნ ი შ ვ ი ლ ი) გიორგი ემანუკის ძე (10. I. 1935, სოფ. ნანიანი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 3.VIII. 1997, თბილისი), ფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1997). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1984). დაამთავრა თსუ (1958). ამავე წლიდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში (1998-იდან ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტი). 1989-იდან იყო ამავე ინ-ტის კონდენსირებულ გარემოთა თეორიის განყ-ბის ხელმძღვანელი. ვ-ის სამეცნ. შრომები ეხება ნახევრადგამტარებში ციკლოტრონული და კომბინირებული რეზონანსის მოვლენებს, მყარი სხეულების მაგნ. თვისებებსა და თხევადი ³He-ის ზედენადი ფაზების ანიზოტროპიისა და სპინური დინამიკის თეორიას.
თხზ.: Комбинированный резонанс в деформированном р-Gе, «Физика твердого тела», 1963, т. 5; Гибридизация коллективных коллебаний в 3Не-А вблизи перехода в А-фазу, «Письма в Журнал экспериментальной и теоретической физики», 1980, т. 31 (თანაავტ. Г. Харадзе)
გ.ხარაძე