ვაჩნაძე დავით თამაზის ძე

ვაჩნაძე დავით თამაზის ძე (6. XI. 1844, გურჯაანი, – XX ს. I მეოთხედი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1908). 1866-იდან სამხ. სამსახურში იყო კავკასიის სამხ. ოლქის ჯარებში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. 1898–1901 იყო ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკის მეთაურის მოადგილე (პოლკოვნიკის ჩინით 1900-იდან). 1901 თადარიგში გავიდა. 1902-იდან მუშაობდა მომრიგებლად თბილ. გუბერნიის დუშეთის მაზრაში. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით და რუმინეთის ორდენით „რკინის გვირგვინი”.

ნ. ჯავახიშვილი