გრაიჩიუნასი ონას

გრაიჩიუნასი ონას (10. VI. – 1. VIII. 1994, ვილნიუსი), ლიტველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სამხ. ინჟინრის ოჯახში, ბავშვობის წლები თბილისში გაატარა. ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1923-იდან.

თბილისის სიყვარულით შთაგონებულმა პოეტმა არაერთი ლექსი უძღვნა საქართველოს („თბილისს", „საქართველოს" და სხვ.). მრავალი წელი იმუშავა ვეფხისტყაოსნის თარგმნაზე, რასაც თვლიდა „სასიცოცხლო საქმედ", „მოვალეობად მეორე სამშობლოს – საქართველოს წინაშე". პოემა გამოვიდა 1971 (მეორე გამოცემა – 1984, ე. მეჟელაიტისის წინასიტყვაობით). თარგმნა ვაჟ-აფშაველას ლექსები და პოემა „გიგლია" (1973).

ლიტ.: Б о г о м о л о в  И. С., Спаяны дружбой, Тб., 1987.

ი. ბოგომოლოვი