ვაჩნაძე ნათელა ზაქარიას ასული (1. V. 1940, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1993). 1962 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1963–2006 პედ. და სამეცნ. მუშაობას ეწეოდა თსუ-ის შუა საუკუნეებისა და საქართვ. ისტ. კათედრებზე. ვ. არის საქართვ. ბიზანტიოლოგთა ეროვნ. კომიტეტის დამფუძნებელი (კოპენჰაგენი, 1996) და უცვლელი ვიცე-პრეზიდენტი, საქართვ. ისტორიკოსთა ეროვნ. კომიტეტის წევრი (1997), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საქართვ. ისტორიის და საქართვ. ისტ. წყაროების კომისიების წევრი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი. ვ-ის კვლევის საგანია: შუა საუკუნეების ქართ. საზ-ბის მენტალიტეტი, ქართ. და ბერძნ. ჰაგიოგრაფიული თხზულებები, ქრისტ. სიმბოლიკა, ქართ.-ბიზანტ. ურთიერთობები, წარმართული სააზროვნო სისტემის რელიქტები, საქართვ. და რუს. მუზეუმებისა და წიგნსაცავების ისტორია (XX ს. II ნახ.), ძვ. ქართ. ჰაგიოგრაფიული თხზულებების რუს. ენაზე თარგმნა და კომენტირე-ბა, „ქართლის ცხოვრების” სახისმეტყველება, ბერძნ. ეპისტოლოგრაფია. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 5 მონოგრაფიის ავტორი, თსუ-ის ისტ. ფაკ-ტის „შრომების” სერიის შემდგენელი, საქართვ. ისტ. პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს (ტომი I) თანაავტორი. მისი სამეცნ. ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართ., გერმ., ინგლ. და ფრანგ. ენებზე.
თხზ.: სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1975; სააზროვნო სისტემა და ქართული საზოგადოების ზნეობრივი იდეალი (V–X სს.), თბ., 1998; Житие и мученичество святого мученика Костанти Грузина, который был замучен царём вавилонян Джафаром. Перевод с древнегрузинского, исследование и комментарий Н. З. Вачнадзе и К. К. Куция, Тб., 1978; Д. И. Арсенишвили. Эскизы к творческому портрету, Тб., 1990.
ლიტ.: სამეცნიერო პარადიგმები. კრებული ეძღვნება პროფესორ ნათელა ვაჩნაძეს, თბ., 2009.