ვაჩნაძიანის ნამოსახლარი

ვაჩნაძიანის ნამოსახლარი, აშელური ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ვაჩნაძიანის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) ჩრდ-ით 5–6 კმ-ზე. მდ. ალაზნის მარჯვ. შენაკადის – აკურისხევის მარჯვ. ნაპირზე. 1966 ნაპოვნია კაჟის ერთფუძიანი განივი ნუკლეუსი და 3 რელიეფურბურცულიანი მოგრძო ანატკეცი, რ-ებსაც გლუვი დარტყმის მოედანი აქვს. ნივთები ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის გურჯაანის საცავში.

ლიტ.: ბ უ გ ი ა ნ ი შ ვ ი ლ ი  თ., ქვედა პალეოლითის ხანის ახალი მასალები კახეთიდან, «მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის», 1974, ტ. 6. 

თ. ბუგიანიშვილი