ვაჩნაძის ელჩობა რუსეთში 1588–89, კახეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში. ელჩობას მეთაურობდა დიპლომატი და სახელმწ. მოღვაწე თავადი ყაფლან ვაჩნაძე. ვ. ე-ში მოხსენიებული არიან კირილე ბერი და ჩერქეზი ხურშიტა. ვ. ე. იყო პასუხი ბირკინის ელჩობისა (1587–88) კახეთში, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ მიიღო რუსეთის სახელმწ. ერთგულების ფიცი. მფარველის მოვალეობა მეორე ოფიც. დოკუმენტით (წყალობის სიგელი) უნდა გაფორმებულიყო. ამიტომ ბირკინის ელჩობას უკან გაჰყვა ვ. ე., რ-იც კახეთიდან 1588 გაემგზავრა. რუს. ხელმწიფემ, თედორე ივანეს ძემ, შეიწყნარა კახეთის მეფის თხოვნა და განაცხადა, რომ მათთან ერთად წყალობის სიგელით კახეთში გაგზავნიდა თავის ელჩებს (იხ. ზვენიგოროდსკის ელჩობა კახეთში 1589–90).
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; Б е л о к у р о в С. А., Сношения России с Кавказом, т.1 (1578–1613), М., 1889.
ვ. მაჭარაძე