ვაციკფარსი

ვაციკფარსი, მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდინარეების თერგისა და სბის (დიდი ლიახვის მარჯვ. შენაკადი) სათავეებთან. სიმაღლე 3573 მ. აგებულია ზედაიურული მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მეოთხეულ პერიოდში ვ-იდან მყინვარები ყველა მიმართულებით ეშვებოდა. მთის დას. კალთა ციცაბოა, დანარჩენი – დამრეცი. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.