ვაციწვერი

ვაციწვერი, უღელტეხილი ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ლეჩხუმის ქედზე, მდინარეების ცხენისწყლისა და რიონის სათავეებს შორის. სიმაღლე ზ. დ. 2910 მ. ვ-ის მიდამოები აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. საცალფეხო გზით აკავშირებს მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ზემო დინებათა ხეობებს.

ც. ვაშაკიძე