ვახანის ქედი

ვახანის ქედი, მესხეთის ქედის ჩრდილო განშტოება, მდინარეების ვახანისწყლისა და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფი. იწყება 1815 მ სიმაღლის მთას-თან, მიემართება ჩრდ-ით და თანდათან დაბლდება (მთა ზვენიდაურა – 1164 მ, ნაჩიხურა – 1008 მ). აგებულია მესამეული დანალექი ქანებით. კალთები ძლიერ დახრილია. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ზოგან წიწვოვნებიცაა. თხემზე აქა-იქ მდელოებია.

დ. უკლება