ვახტანგ ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი), იმერეთის მეფის დავით II-ის შვილიშვილი, აქტიურად მონაწილეობდა 1819–20 იმერეთის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ახალციხის საფაშოში გაიქცა. 1835 ვ. ბ. კონსტანტინოპოლში იყო, იქიდან თავის ძმასთან – ტარიელთან ერთად პარიზში წავიდა, ურთიერთობა ჰქონდა მ. ბროსესთან.
წყარო და ლიტ.: დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; М а х а р а д з е Н . Б., Восстание в Имеретии 1819–1820, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 3.
ო. სოსელია