ვახტანგ II გურიელი, გურიის მთავარი 1639–40, გიორგი II გურიელის უმცროსი ვაჟი. საბატონიშვილოდ ჰქონდა მდ. ბჟუჟის ხეობა. XVII ს. დასაწყისში ზარზმიდან (სამცხე) გადმოტანილი საეკლ. სიწმინდეების დასაცავად შემოქმედის საკათედრო ტაძართან ააგო ღვთისმშობლის შობის ეკლესია და მას რამდენიმე აზნაური და 80 კომლი გლეხი შესწირა. 1639 გურიელად დასვა ლევან II დადიანმა და ფაქტობრივად მისი ვასალი იყო.
ქ. ჩხატარაიშვილი