„ვახტანგური“

„ვახტანგური”, ქართული (გურული) ხალხური სუფრული სიმღერა. გადმოცემით, იგი თავად ვახტანგ გურიელის პატივსაცემად შეუქმნიათ და სახელწოდებაც აქედან უნდა მომდინარეობდეს. სიტყვიერი ტექსტი მთლიანად სამღერისებზეა აგებული. ასრულებს ტრიო სამხმიან გადაძახილთან ერთად. “ვ-ის” ვარიანტები გვხვდება სამეგრელოსა და იმერეთშიც.

ლიტ.: ე რ ქ ო მ ა ი შ ვ ი ლ ი  ა. (შემდგ.), ქართული ხალხური მუსიკა. გურია. არტემ ერქომაიშვილის სანოტო კრებული, თბ., 2005.

ნ. კალანდაძე