ვახუშტის მწვერვალი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე, მდ. ენგურის სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 4000 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით. მწვერვალი დაფარულია მარადი თოვლით, კალთები – ალპ. მდელოებით. პირველი ასვლა 1933 მოაწყო ალპ. ჯგუფმა (ხელმძღვ. ა. გვალია), რ-მაც მწვერვალს ვახუშტი ბატონიშვილის პატივსაცემად ვ. მ. უწოდა.
გ. დევდარიანი