ვეიდენბაუმი ევგენი გუსტავის ძე (9. XI. 1845, პეტერბურგი, – 15. I. 1918, თბილისი), კავკასიოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი, რედაქტორი. დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის ფიზ.-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა კანდიდატის ხარისხით (1871). მსახურობდა ნიკოლაევში და ოდესაში. 1877-იდან ცხოვრობდა საქართველოში. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1877 სექტ-იდან კავკ. მთიელთა სამმართველოში ასრულებდა განყ-ბის უფროსის მოვალეობას. 1881 დაინიშნა კავკ. სამხ.-სახ. სამმართველოს, ხოლო 1883 მთავარმართებლის სამხ.-სახ. სამმართველოს კანცელარიის განყ-ბის უფროსად. 1906 აპრილიდან იყო კავკ. მეფისნაცვლის საბჭოს წევრი. 1916 მაისში ავადმყოფობის გამო გადადგა სამსახურიდან. 1917 იანვრიდან გარდაცვალებამდე განაგებდა კავკ. მუზეუმის ბ-კას. 1881 ვ-მა დ. ბაქრაძესთან ერთად დააარსა კავკ. ისტ. და არქეოლ. მოყვარულთა საზ-ბა. იმავე წელს მონაწილეობდა თბილისში მოწვეულ V არქეოლ. ყრილობის მუშაობაში, იყო მოსკოვის არქეოლ. საზ-ბის (შეიქმნა 1901) კავკასიის განყ-ბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1904 დაინიშნა კავკ. არქეოლ. კომისიის თავ-რედ. ვ-ის ნაშრომებში განხილულია კავკ. ხალხების ისტ., ეთნოგრ., გეოგრ., კულტ. და ა. შ. საკითხები. მას წვლილი მიუძღვის საქართვ. ისტ. შესწავლაში. გამოაქვეყნა შრომები რუსეთ-საქართველოს ისტ. ურთიერთობის შესახებ. სწავლობდა ქართ. პრესის ისტ. საკითხებს. თარგმნა უცხ. წყაროები საქართველოს შესახებ. იკვლევდა ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის, ა. ბესტუჟევ-მარლინსკის და სხვ. ცხოვრება-მოღვაწეობას. ვ-ის არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში.
თხზ.: პატარ-პატარა ამბები წარსულიდან. ჩხუბი ქალების აბანოში; როგორ ფასობდა ტფილისში ყმა დედაკაცი და სხვ. თარგმ. ა. ყიფშიძისა, «ივერია», 1902, 24 დეკ., №276; აფხაზეთის ისტორიიდან. სიმაგრე სოუკსუს ალყა. ისტორიული ამბავი. თარგმ. ა. ყიფშიძისა, «ივერია», 1903, 26 თებ., №45; გრაფი ქუთაისოვი და გლეხი ქუთაისოვი, თარგმ. ა. ყიფშიძისა, «ივერია», 1903, 18 ივლ., №152; Кавказские амазонки (Материалы для древней этнографии Кавказа), «Знание», 1872, №9–10; Кавказские этюды. Исследования и заметки, Тфл., 1901.
ლიტ.: გ ა ბ ე დ ა ვ ა ბ., ჟ ო რ დ ა ნ ი ა ო., ევგენი ვეიდენბაუმი და საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 2001; Б а р н а в е л и Э. Г., Документальное наследие Е. Г. Вейденбаума, «Археографический ежегодник за 1978 год», М., 1979; М е л и к с е т Б е к о в Л. М., Е. Г. Вейденбаум как кавказовед, «Известия Кавказского музея», 1919, т. 12.
ო. ჟორდანია