ვეკუა გიორგი ერმილეს ძე

ვეკუა გიორგი ერმილეს ძე (დ. 12. VII. 1925, სოფ. მცირე ბარღები, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1978), პროფესორი (1979). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1951). იყო თსსი-ის ფილოს. კათედრის გამგე (1962–94), საზ. მეცნ. კათედრის პროფესორი (1994-იდან). ვ-ს კვლევის ძირითადი მიმართულებებია რელიგ. ისტორია, მატერიალ. დიალექტიკა, თანამედროვე მედიცინის ფილოს. საკითხები.

თხზ.: მატერიალისტური დიალექტიკის კატეგორიები, თბ., 1960; მიზეზობრიობის პრობლემა ფილოსოფიასა და მედიცინაში, თბ., 1977; მედიცინის ფილოსოფია (ლექციების მოკლე კურსი), თბ., 1994.