ველიანთა, მთა ონის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ჯეჯორისა (რიონის მარცხ. შენაკადი) და ქვედრულის (ჯეჯორის მარჯვ. შენაკადი) წყალგამყოფ რაჭის ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 2223 მ. აგებულია პალეოგენური თიხებით, ქვიშაქვებითა და ბრექჩიებით. სამხრ. კალთები ციცაბოა, დანარჩენი – დამრეცი. შემოსილია სუბალპ. მდელოებით.