გრე

გრე, სიგრძის საზომი ერთეული XVI–XVIII სს. ირანში. უდრიდა შაჰის წყრთის 1/16-ს. XVIII სიდან გავრცელდა საქართველოშიც და ზომით გოჯეულს უტოლდებოდა.

ლიტ.: ჯ ა ფ ა რ ი ძ ე  გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX– XIX სს.), თბ., 1973.

გ. ჯაფარიძე