ვერსი (რუს. верста), სიგრძის საზომი ერთეული რუსეთში, დასტურდება XII ს-იდან, იყენებდნენ 1918-მდე, საქართველოში XIX ს. დამდეგიდან გვხვდება საგზაო და სამიჯნო ვ-ები. საგზაო ვ. გამოიყენებოდა გზებზე მანძილის გასაზომად და XIX ს-მდე შეადგენდა 500 საჟენს (მხარს) ანუ 1066,8 მ, სამიჯნო ვ. გამოიყენებოდა XVII–XVIII სს-ში ძირითადად მიწების გამიჯვნის დროს, შეადგენდა 1000 საჟენს ანუ 2133,6 მ.
ლიტ.: К а м е н ц е в а Е. И., У с т ю г о в Н. В., Русская метрология, 2 изд., М., 1975.
გ. ჯაფარიძე