ვერულაშვილი ივანე ვასილის ძე

ვერულაშვილი ივანე ვასილის ძე (დ. 3. III. 1952, ქუთაისი), ნევროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1996), პროფესორი (2004). 1974 დაამთავრა თსსი; 2001–04 იყო თსსუ-ის ნევროლოგიის კათედრის პროფესორი, 2004-იდან არის ნეირომედიცინის დეპარტამენტის ნერვულ სნეულებათა პროპედევტიკის და ტოპიკური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, თსსუ-ის ა. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო ნევროლოგიის დეპარტამენტი ხელმძღვანელი; თბილისის ს. ყიფშიძის სახ. ნევროლოგთა საზ-ბის თავ-რე. ევრ. ნევროლოგთა საზ-ბის ნამდვ. წევრი (1992). ვ-ის სამეცნ. შრომები ეხება კლინ. ნევროლოგიის აქტუალურ საკითხებს.

თხზ.: გვირაბული სინდრომების მკურნალობა, თბ., 1996; ნერვულ სნეულებათა კვლევის და დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები, თბ., 2004 (თანაავტ.: ნ. ნინუა, გ. ქორთუშვილი); ასაკი და ორგანიზმის ბიოლოგიური საათი, თბ., 2008 (თანაავტ.); ნევროლოგია – ტოპიკური დიაგნოსტიკის საფუძვლები (სახელმძღვანელო), თბ., 2009; Неврология женского организма (Монография), М., 2001 (აღნიშნულია წმინდა ილარიონ ქართველის პრემიით); Nervous diseases propaedeutics and topical diagnosis, თბ., 2012.