გრემ-ნეკრესის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, დაარსდა 1970 გრემის ძეგლ-მუზეუმის სახელწოდებით (ყვარლის მუნიციპალიტეტი). 1981 იანვრიდან ეწოდა გ.-ნ. ი.-ა. მ.-ნ. 1986 დამთავრდა რ-ნის (დღევ. მუნიციპალიტეტი) ძეგლთა აღრიცხვა, ხოლო 1988 – ძეგლთა პასპორტიზაცია.
ისტ. და არქეოლ. მასალის მოძიების მიზნით მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები მონაწილეობენ ექსპედიციებში. მუზეუმ-ნაკრძალის ექსპონატები გამოფენილია ე. წ. სამეფო კოშკში (160 ექსპონატი). შედგენილია მუნიციპალიტეტში არსებული ძეგლების გეგმა-რუკა. 2011 მუზეუმ-ნაკრძალში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. სავაჭრო უბანში აშენდა ახალი მუზეუმი საექსპოზიციო დარბაზით.
მ. ბუჯიაშვილი