ვერცხლისწყლის მადნები, ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნები, რ-ებშიც ვერცხლისწყალი ისეთი რაოდენობით შედის, რომ მისი ამოღება ტექნიკურად შესაძლებელი და ეკონომიკურად მიზანშეწონილია. ვ. მ-ის ძირითადი მადნეული მინერალია სინგური Hgs (86,2% Hg). სამრეწვ. ვ. მ-ში ვერცხლისწყლის შემცველობა მერყეობს 0,2-იდან 1%-მდე. ძირითადად წარმოიქმნება დაბალტემპერატურული ჰიდროთერმული ხსნარებიდან. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ვ. მ. ცნობილია აფხაზეთში (ახეის, ავადჰარის, ახახჩოს, აღურაფსთისა და ბითაგის საბადოები), სვანეთში (ენგურის ზემოწელი), მთიან რაჭაში (კოდისძირის, ტალახიანის, მამისონის, გომისა და სხვ. საბადოები), ჯავის მუნიციპალიტეტში (ერწოს საბადო, ყემულთის მადანგამოვლინება).
ვ. ჯავრიშვილი