ვერხნიაია-ეშერა (1955-მდე – ზ ე მ ო ე შ ე რ ა), სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში. თემის ცენტრი (სოფლები: ვ.-ე., ამბარიხუწა, აღდარა, აძიგეჟი, უაზაბაა). ზ. დ. 220 მ, სოხუმიდან 14 კმ. 738 მცხ. (1989). სოფლის ტერიტორიაზეა ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული აძაბის მღვიმე, გვირაბი და ფარდული.