ვეფხვაძე ნინო რევაზის ასული (დ. 6. XII. 1956, თბილისი), ექიმი–რადიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1999). 1979 დაამთავრა თსსი. 1986–87 იყო თბილ. ენდოკრინოლოგიური დისპანსერის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე; 1996–2007 – თსსუ-ის პრევენციული მედ. კათედრის გემგე, საზ. ჯანდაცვის კათედრის პროფესორი; 2007-იდან – პრევენციული მედ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2009-იდან სრული პროფესორი. საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკად. წევრი (1995); საქართვ. პროფილაქტიკური მედ. მეცნ. აკად. პრეზიდენტი (2009). ვ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებაა – გარემოს რადიაციული ფონის, გარემოში რადიონუკლიდების მიგრაციისა და ონკოლოგიურ სნეულებათა ეპიდემიოლოგიის საკითხები. ვ-ის მიერ თანაავტორებთან ერთად შედგენილია საქართველოს რადიაციული რუკა. ვ. არის სკრანტონის (აშშ, პენსილვანია) უნ-ტის საპატიო პროფესორი (2000); ამერიკის ბიოგრ. ინ-ტის (American Biographical Institute) პროფესიონალ ქალთა მრჩეველთა საბჭოს (Professional Women’s Advisory Board) საპატიო წევრი (2005); თსსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2006-იდან). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. და სასწავლო-მეთოდოლოგიური ნაშრომი, მ. შ. 1 მონოგრაფია: „კიბოს პრევენცია და ადრეული აღმოჩენა” (2006); სახელმძღვანელოები – „ჰიგიენა” (1998); „პრევენციული მედიცინა” (2009), „ჰიგიენა და სამედიცინო ეკოლოგია” (2013) და სხვ.