ვეფხვაძე რევაზ იასონის ძე (14. V. 1926, თბილისი, – 27. XII. 2001, იქვე), რენტგენოლოგ-რადიოლოგი და ონკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986). საქართვ. მედ.(1997), სამედიცინო-ბიოლოგიურ (1997) და ეკოლ. მეცნ. აკად. (1998) წევრი. 1948 დაამთავრა თსსი. 1955–58 მუშაობდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის რენტგენო-რადიოლოგიის კათედრაზე. 1958–66 იყო რადიოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორ. ხელმძღვანელი, 1972–77 – დირექტორი, 1989-იდან – ონკოლოგიის სამეცნ. ცენტრის დირექტორი, 1999-იდან – ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე, 1972–2001 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. რადიოლოგი, საქართვ. რენტგენოლოგ-რადიოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. დააარსა საქართვ. თერმოგრაფისტთა სკოლა. ვ. იკვლევდა ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისა და სხივური მკურნალობის აქტუალურ საკითხებს. შესწავლილი აქვს ადამიანის და ცხოველის სასიცოცხლო ორგანოების დასხივების შემდგომი გართულებები, მათი პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდები. შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა სხივური თერაპიის ოპტიმიზაციის, თერმოდიაგნოსტიკისა და რენტგენოგრაფიის მეთოდები და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).
თხზ.: გამათერაპია, თბ., 1980; Лучевые осложнения почек, Тб., 1967; Медицинская термография, Тб., 1975.