ვეფხისციხე

ვეფხისციხე, ისტორიული სოფელი კახეთში, გაღმა მხარში. XVIII ს. 60-იან წლებში ლომისციხესთან ერთად ერეკლე მეფემ დაასახლა იმ სოფლების გადარჩენილი მოსახლეობით, რ-ებიც ლეკებმა დაარბიეს. მდებარეობდა ყვარლის სამხრ.-დას-ით 1/2 კმ-ზე. ათწლოვანი შრომის შედეგად მოახალშენეებმა შეძლეს სამეურნეო ცხოვრების აღდგენა. ვ. სამეფო მფლობელობის სოფელი იყო, რ-საც მოურავი დავით ჩოლოყაშვილი განაგებდა. იხსენიება 1802 კახეთში დაწყებული ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც კახეთის მოსახლეობამ გაუქმებული ქართ. სახელმწ. აღდგენა სცადა – კარის მრჩეველი კარნეევი და გენ.-მ. გულიაკოვი მეამბოხე თავადის დავით ჩოლოყაშვილის შესაპყრობად მივიდნენ, მაგრამ იგი გაქცეული დახვდათ. 1804 წ. კამერალური აღწერით საბატონო და საეკლ. მფლობელობის სოფელია.

წყარო: გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის თარგმ. და გამოც., ტ. 1, თბ., 1962; Акты, собранные Кавказской археографической комиссией (АКАК), т. 1, Тфл.,1866.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

ზ. ცინცაძე