გრიგოლ I, ქართლის ეპისკოპოსი დაახლ. V ს. 20–30-იან წლებში. „ქართლის ცხოვრების" მიხედვით ეპისკოპოსად იჯდა მეფე არჩილ I-ის დროს. მოხსენიებულია მხითარ აირივანეცის ქართლის ეპისკოპოსთა სიაში.
წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, ლ. დავლიანიძე-ტატიშვილის გამოც., თბ., 1990.
ზ. აბაშიძე