ვეძისის სამარხი, გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხი. აღმოჩნდა 1965 თბილისში, საბურთალოს (ახლანდ. ს. ცინცაძის) ქუჩაზე მდებარე სახლის სარდაფში, 1,5 მ სიღრმეზე. გამოვლინდა მიცვალებულის ჩონჩხის ძვლები და სხვადასხვა მოყვანილობის თიხის ცხრა ჭურჭელი. სავარაუდოა, რომ აქ არსებობდა სამაროვანი, რ-იც სახლის მშენებლობის დროს დაზიანდა. მასალა ინახება საქართვ. ეროვნ. მუზეუმის საცავებში.