ვეძისხევი

ვეძისხევი, ნასოფლარი ყვარლის მუნიციპალიტეტში ალაზნის მარცხ. მხარეს, სოფ. შილდის მახლობლად. პირველად იხსენიება XII ს. დასაწყისში, როდესაც ვ. საფეოდალო მამულს წარმოადგენდა. ისტ. წყაროში (დავით აღმაშენებლის სიგელი არიშიანისადმი, XII ს. I მეოთხედი) მოხსენიებულია ჰერეთის ერთ-ერთი აზნაური, ვეძისხეველი ნიანია გრიგოლ მაოხრებლის შვილი, რ-იც ჰერეთის დიდებული აზნაურის, არიშიანის მფარველობაში იმყოფებოდა. უფრო გვიან, XVI ს. მიწურულიდან, ვ. მცხეთის საკათოლიკოსოს სამწყსოში შევიდა.

წყარო: ცინცაძე  ი., დავით მეფის სიგელი, «საქართველოს არქივი», წგ. 2, ტფ., 1927.

 ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი  თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.

თ. პაპუაშვილი