ვეჯინი

ვეჯინი, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთის მთისწინეთისა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე, თელავი–ბაკურციხის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 420 მ, გურჯაანიდან 6 კმ. 3,9 ათ. მცხ. (2002). სოფელში არის ი. ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი. ვ. წყაროებში პირველად იხსენიება (ვეჟინის სახელწოდებით) X ს. დასაწყისში და გვიანდ. შუა საუკუნეებშიც. 1757 ვ. საჭერემლოს სამწყსოში შედიოდა. ვახუშტი ბატონიშვილიც კახეთის სოფლების ჩამოთვლისას ვ-ს ჭერემის მხარეში ასახელებს. მაშინდელი ადმ.-ტერიტ. დაყოფის მიხედვით ვ. კახეთის სამეფოს მეწინავე (ბოდბელის) სადროშოს შემადგენლობაში შედიოდა. 1804 კამერალური აღწერით იგი საბატონო სოფელი ყოფილა. ვ-ში ყმები ჰყავდათ ანდრონიკაშვილებისა და აბაშიძეების ფეოდ. გვარის წარმომადგენლებს. სოფელში შემორჩენილია XVIII ს-ის არქიტექტურული ძეგლი – ოთხსართულიანი „აბაშიძეების კოშკი”. ვ-ის მოსახლ. აბსოლ. უმრავლესობა მართლმადიდებელი ქართველები (191 კომლი) იყვნენ, სომეხი ქრისტიანები კი – მხოლოდ 8 კომლი. რუს. მმართველობისას სხვადსხვა დროს ვ. შედიოდა ხან თელავის, ხანაც სიღნაღის მაზრის შემადგენლობაში. 1930, მაზრების გაუქმების შემდეგ, ვ. გურჯაანის რ-ნს მიეკუთვნა. სოფლის მახლობლად მდებარეობს ვეჯინის ციხე.