ვირის ხიდი, მტკვრის ვიწრო ტოტზე გადებული, ხის კოფოებზე შემდგარი, მარცხენა სანაპიროსა და ორთაჭალის დამაკავშირებელი ხიდი. ეს სახელი იმიტომ შეერქვა, რომ ორთაჭალაში დაკრეფილი ხილი და ბოსტნეული ხურჯინ და გოდორაკიდებული ვირებით ქალაქში გასაყიდად აღნიშნულ ხიდზე გავლით გადაჰქონდათ. მოგვიანებით ორთაჭალაში არსებული ხიდის სახელი დაერქვა მეტეხის ხიდს, რ-ზეც სივიწროვის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.