„ვისია, ვისია ქალი ლამაზი”, ქართული (ქართლური) ხალხური მაყრული სიმღერა, საქორწილო ცერემონიალის შემადგენელი ნაწილი. სრულდება ანტიფონურად (ორპირულად). სიმღერა კუპლეტური აღნაგობისაა და შედარებით ნელი ტემპით და ამაღლებული განწყობით სრულდება, ფერხულზე გადასვლისას კი ტემპი ჩქარდება.
ლიტ.: ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე გ., ქართული ხალხური სიმღერა, თბ., 1960.
ო. ჩიჯავაძე